17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდასხმა მზადდებოდა. პარიზის გარეუბანში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ბასტილიის დღეს ემანუელ მაკრონზე და უმცირესობის წარმომადგენლებზე თავდასხმას გეგმავდა.

დაკავებული 23 წლისაა. მას უკვე წაუყენეს ტერორიზმის ბრალდება. გამოძიების ცნობით, თავდასხმის გეგმა მომზადების საწყის ეტაპზე იყო.

სამართალდამცველები ასევე აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. ემანუელ მაკრონი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს გაუძღვება. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, დაესწრება. 

დღის ამბები