17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ბათუმის მოვლენები - მერაბ ღოღობერიძე ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

ბათუმის სასამართლოში არეულობის ორგანიზებისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს პროცესზე გამომძიებლებს მოუსმენენ. ერთ-ერთი ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე ბრალდების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საპატიმროდან გააგრძელებს სიმართლისთვის ბრძოლას. ღოღობერიძის თქმით, ის აპირებს კენჭი იყაროს ბათუმის მერობაზე.

„ერთი ფაქტი დამიდოს პროკურატურამ, რომ მე ვარ დამნაშავე. ის, რომ იმ ღამეს 11 საათის მერე მე ვიყავი, ხამს არ ვიღებ. მაგრამ 6 წელიც რომ მომიწიოს ციხეში ჯდომა, მე ვპირდები, რომ სამართლიანად ყველა აგებთ პასუხს,“ - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

საკუთარ უდანაშაულობასა და მძიმე ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობაზე ისაუბრა სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩხვირკვიამ და მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა.

დღის ამბები