17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობა - სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, განახლებული შემადგენლობით, ცოტა ხნის წინ დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და თბილისის ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეუძლიათ, საბჭოს წარუდგინონ მათთვის სასურველი კანდიდატი.

ამ დროისთვის დასახელებულია მხოლოდ ერთ კანდიდატურა. თავად გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა მისი შემცვლელი და ეს არის ვასილ მშვენიერაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭომ ახალ მდივნად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი,ს თქმით, ის კანდიდატის დასახელებას არ აპირებს და აქცენტს პროცედურებთან დაკავშირებით გააკეთებს.

“მე  არ ვაპირებ კანდიდატის დასახელებას, მე ვაკეთებ აქცენტს უშუალოდ პროცედურებთან დაკავშირებით და არა კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საბჭოს წევრები და თავად გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ახლა უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია, ისაუბრა საბჭოს ახალი შემადგენლობის სამომავლო გეგმების შესახებ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება მაქსიმალურად გახსნილი. მოუსმენს ყველას, არასამთავრობო სექტორს, მოქალაქეებს, სასამართლოს მომხმარებლებს, თითოეულ მოსამართლეს, გაითვალისწინებს მათ საჭიროებებს. არის სასამართლოს წინაშე ბევრი პრობლემა, ბევრი გამოწვევა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.

„მიზანი გვაქვს ძალიან ნათელი და ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ყველას პასუხისმგებლობა იქნება უმაღლესი. აქ იგულისხმება, როგორც საბჭოს მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრები. მე ყველას იმედი მაქვს. ვაპირებთ მუშაობას ძალიან აქტიურს და ვაპირებთ ასევე იმ ფორმატში დავრჩეთ, როგორიც არის ღია სხდომები საბჭოსი, გახსნილი, გამჭვირვალე პროცედურები და ბუნებრივია, ველოდებით სამართლიან კრიტიკას,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დღის ამბები