17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
თუ მომიწია სადმე მასთან შეხვედრა, არ გავიქცევი - მიხეილ გიორგაძე პუტინის წარმომადგენელ მიხეილ შვიდკოიზე საუბრობს

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინის პირად წარმომადგენლს კულუტურლ საკითხებში მიხეილ შვიდკოის არ შეხვდრია. აუდიენციას მიხეილ შვიდკოი მისი საქართველოში მოგზაურობის პერიოდში ითხოვდა. მინისტრის განმარტებით, თუ კვლავ იქნება შვიდკოისთან შეხვედრის შესაძლებლობა, ის მზადაა მასთან სალაპარაკოდ.

„მე ეს შეხვედრა არ დამიდასტურებია და არც შევხვედრივარ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე უნდოდა საუბარი. როგორც მე გადმომცეს, უბრალოდ გაცნობის მიზნით, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. თუ მომიწია სადმე მასთან შეხვედრა, არ მოვტრიალდები და არ გავიქცევი ნამდვილად. მითუმეტეს, როდესაც არა თავისი სტატუსიდადნ, არამედ როგორც კულტურის ცნობილ წარმომადგენელს, ისე უნდოდა ჩემი გაცნობა,“ - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები