17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ფოთში მცხოვრები 40-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს

ფოთში, მალთაყვის უბანში, ყოფილ სასტუმროში მცხოვრები 40-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს. ადგილობრივების ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, ამის შესახებ მათ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისგან შეიტყვეს. შენობა სწორედ სამინისტროს ბალანსზეა. მოსახლეობა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.

„გაუსაძლის პირობებში ვართ, მაგრამ ვცხოვრობთ მაინც. აქედან რომ გაგვყარონ, შვილო, სად წავიდეთ? არსად წასასვლელი არ გვაქვს,“ - აცხადებს სასტუმროს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ადგილობრივების განცხადებით, მათ ყურადღებას მხოლოდ არჩევნების პერიოდში აქცევენ.

დღის ამბები