17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო“ ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს

საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო“ ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო, ხოლო მეორე საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით იმუშავებს.

ორივე კომპანიას ცალ-ცალკე მენეჯმენტი ეყოლება და ორივე მათგანის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე იქნება განთავსებული.

„ბიჯეო“ ჯგუფის განცხადებით, ორი დამოუკიდებელი კომპანიის ჩამოყალიბება, მას ბიზნეს მიმართულებით მეტ შესაძლებლობებს გააჩენს.

დღის ამბები