17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევაზე - ანა დოლიძე

10 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტს თვითმმართველი ქალაქების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია და ის რეგიონების განვითარებას აფერხებს. საკუთარი არგუმენტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს პრეზიდენტის მრჩევლებს გააცნეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შენიშვნების გათვალისწინებით თავიანთ პოზიციას ჩამოაყალიბებენ.

„თავიდანვე პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი გარკვეული ცვლილებების მიმართ ამ კანონპროექტში, რომელიც ეხებოდა 7 ქალაქისთვის ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას. აქ წარმოითქვა დღეს არასამთავრობოების მიერ ბევრად მეტი შენიშვნა, მათ შორის ის, რომ გამოტოვებული იყო ძალიან სერიოზული ეტაპი ამ კანონის მიღების და ეს ეტაპი არის ხალხისთვის კითხვა, რა უნდათ მათ და როგორი თვითმმართველობა უნდათ მათ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები