17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" დიდი დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ" დიდი დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატიც შეხვდა. ელენე ხოშტრაიამ მოსახლეობას პარტიის სოციალური პროექტიც წარუდგინა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ფონზე პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაზრდას ითვალისწინებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ადამიანებმა დაკარგეს ნდობა წინასაარჩევნო დაპირებების მიმართ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს უბრალოდ ნასროლი სიტყვები და ამიტომ, ჩვენ ძალიან დეტალურად გავაცანით, თუ რის ხარჯზე არის შესაძლებელი, რომ მოვუმატოთ პენსიონერებს 50 ლარი დანამატი მერიიდან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები