17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ვაშინგტონი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებლობას ახსენებს

საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის. ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჯერ კიდევ 3 კვირის წინ გააკეთა მინიშნება, რომ შეერთებული შტატები მოხარული იქნებოდა, თუკი კონსტიტუციის შესწორებების დროს საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა.

ამერიკელმა პარტნიორებმა თბილისს ასევე შეახსენეს ის ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს აღებული. ამერიკის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფშიც მკაფიოდ განმარტეს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი სრული ჩართულობით და კანონის უზენაესობით უნდა გაიმართოს.

შეერთებულ შტატებში ანალიტიკოსებს ესმით, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც თანამდებობა არ აქვს, სერიოზულ ძალას და გავლენას ისევ ინარჩუნებს. ამერიკელები მმართველობის ასეთ ფორმას დემოკრატიისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავზე ვაშინგტონში ისევ უწევთ საქართველოსთვის იმ ფუნდამენტური ღირებულებების შეხსენება, რომლებიც სრულფასოვანი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ამერიკის საგრეო პოლიტიკურ სტრუქტურას ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტზე და უკვე 2 მოსმენით დამტკიცებული რეფორმების პაკეტის მიღებაზე ჯერ ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს. შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ელოდება როგორ დასრულდება კონსულტაციები კომისიასთან, რომელსაც ვაშინგტონი ამ საქმეში ყველაზე კომპეტენტურ შუამავლად მიიჩნევს. 

დღის ამბები