17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
ხანძარი "ბავშვთა სამყაროში" - ექსპერტიზის დასკვნის ასლი გაუთქმელობის ხელმოწერის გარეშე ადვოკატს არ გადასცეს

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები გამოძიების პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. მათ არ მიუღიათ პასუხი, ვინ დაწვა სავაჭრო ცენტრი. დაზარალებულები ამბობენ, რომ გამოძიება საეჭვოდ ჭიანურდება, რაც მათ პროკურატურის მიმართ უნდობლობას ზრდის.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის უკან ხელისუფლების წარმომადგენელი ან მათთან დაახლოებული პირი დგას.  

დაზარალებულები ამბობენ, რომ საქმის მასალებში დიდი ხანია დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მტკიცდება, რომ ცეცხლი „ბავშვთა სამყაროში“ განგებ გააჩინეს. ოფიციალური სტატუსის მიუხედავად, დოკუმენტის ასლი დაზარალებულების ადვოკატს არ გადაცეს, რადგან მან უარი თქვა, ხელი მოეწერა გამოძიების მასალების გაუთქმელობაზე.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაცემულ დასკვნაზე და გამოძიების სხვა დეტალებზე დაზარალებულებმა რამდენიმე კვირის წინ მთავარ პროკურორთან ისაუბრეს.

„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა იურისტი ფიქრობს, რომ ტერიტორია გარკვეული სქემის მიხედვით დაწვეს და მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნაც ამას მოწმობს.

„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა და დაზარალებულთა ბრალდებებს პროკურატურამ დღეს არ უპასუხა. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ ის განმარტეს, რომ 5 თვის წინ დამწვარი შენობის საქმეზე ინტენსიური გამოძიება გრძელდება. დაზარალებულები კი მთავარი პროკურორის პირობის შესაბამისად, „ბავშვთა სამყაროს“ დაწვაში ბრალდებული გამოვლენას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

დღის ამბები