17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა - ოპოზიცია პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს

საკრებულოს ოპოზიცია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი კომპენსაციის გადაცემის საკითხზე საქმის წარმოების შეწყვეტას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

საკრებულოს წევრებს დღეს მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ სასამართლოში გამოუცხადა, რომ საქმე შეწყვეტილია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე ბუაჩიძემ სამი სასარჩელო მოთხოვნიდან ერთის, საკრებულოს 23 დეკემბრის დადგენილების გასაჩივრების ვადა ხანდაზმულად შეაფასა.

მოსამართლე ბუაჩიძემ მოსარჩელეებს არც დავით ნარმანიას დაკითხვის შუამდგომლობა და არც საკრებულოს მიერ ნაზღაიძის მიმართ გადაცემული მილიონის საკითხზე ხელახალი განხილვის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. რატომ აღმოჩნდა არასაკმარისი წარდგენილი მტკიცებულებები დღეს, როდესაც ჯერ კიდევ 15 მაისს ბუაჩიძემ ისინი დასაშვებად ცნო და მოსამზადებელი სხდომაც ჩანიშნა, ოპოზიციისთვის ახალ კითხვებს ბადებს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კითხვები არ აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

დღის ამბები