17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
მუქარის შემცველი შეტყობინებები - მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე დაცვას ითხოვს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე მუქარის შემცველ შეტყობინებებს სოციალურ ქსელში 25 ივნისის შემდეგ იღებს. მუქარა და შეურაცხმყოფელი განცხადებები არა მარტო მის მეუღლის, არამედ მათი 11 და 8 წლის შვილების ფოტოების კომენტარებშიც არის. ამის გამო თაბუ ჩაბუქი ხვალ პროკურატურას დაცვის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.

ეს მუქარის შემცველი შეტყობინებები საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებთან ერთად, დღეს ჩაბუქის ადვოკატმა დევნილთა და განსახლების სამინისტროში შეიტანა. არგუმენტაცია ჯამში 262 გვერდს მოიცავს იმის დასამტკიცებლად, რომ თუ საქართველს ხელისუფლება თურქულ მხარეს ემრე ჩბუქს გადასცემს, მას იქ არაადამიანური წამება ელის. დაცვის მხარე ამ არგუმენტაციით სამინიტროს ჩაბუქისთვსი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

ოჯახის წვერებმა ჩაბუქი რამდენიმე დღის წინ მოინახულეს ციხეში, სადაც ის სამთვიან საექსტრადიციო პატიმრობას იხდის. თუ საქართველო თურქ პედაგოგს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს მიანიჭებს, ეს ავტომატურად აჩერებს მისი ექსტრადირების პროცესს.

თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დემირელის კოლეჯის მენეჯერი საქართველოში თურქეთის პრემიერის ვიზიტიდან მეორე დღეს დააკავეს.

 

დღის ამბები