17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
კახი კალაძის წარდგენის ცერემონია ივანიშვილის გარეშე და უმრავლესობის განაწყენებული წევრები

მმართველი პარტიის წევრები თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის დასახელების დროს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წარდგენაზე არდასწრებას განსხვავებულად ხსნიან. უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მთაწმინდის პარკში კალაძის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციაც ჰქონდა და დაპატიჟებულიც იყო, თუმცა არ მივიდა.

ამ განმარტებების მიუხედავად, კახა კალაძეს წარდგენის დროს არც ერთი სიტყვა ყოფილ პრემიერზე გამოსვლაში არ უთქვამს. ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია არც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. უმრავლესობაში გამორიცხავენ, რომ კალაძემ და კვირიკაშვილმა მიმართვის დროს ბიძინა ივანიშვილი შიდა დაპირისპირების გამო არ ახსენეს.

წინასაარჩევნო კამპანიების დროს ყოფილი პრემიერი კახი კალაძეს გვერდითაც არაერთხელ გამოჩნდა. კალაძეს ღიად მხარი უჭერდა ბერა ივანიშვილიც, რომელიც მერობის კანდიდატის ახლო მეგობარია. თუმცა კახი კალაძის მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ბერა ივანიშვილს მის მიმართ არანაირი მხარდაჭერა ჯერ არ გამოუხატავს.

ერთიანი პოზიციის მტკიცების მიუხედავად, კახა კალაძის წარდგენის დღე, რომ უმრავლესობის ნაწილის განაწყენების მიზეზი გახდა, ამაზე ღიად პარლამენტარი, რევაზ არველაძე საუბრობს. პარლამენტის უხუცესმა წევრმა მერობის კანდიდატის წარდგენაზე მოსაწვევი არ მიიღო.

ჩაივლის თუ არა თვითმმართველობის კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ზუსტი პასუხი ჯერ მმართველ გუნდში არ აქვთ. ყოფილი პრემიერის საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები