17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა - მზით დამწვრობის გამო საავადმყოფოებში მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა 

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება. სამტრედიის რკინიგზაში დასაქმებულები, სახისა და კიდურების დამწვრობას, ყოველწლიურად ჰაერის ტემპერატურის მატებისას იღებენ. დამწვრობის მიზეზით ადგილობრივ საავადმყოფოებს უკვე ”საქართველოს რკინიგზის” 5-მა თანამშრომელმა მიმართა.

ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება მზით დამწვრობის შემთხვევები. მხოლოდ დღეს თბილისის დამწვრობის ცენტრს 10-მა პაციენტმა მიმართა. ამ სეზონზე კი უკვე 118 შემთხვევა დაფიქსირდა.

დამწვრობის დიაგნოზით მკურნალობენ 7 პაციენტს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშიც. მათგან სამი ბავშვია. სასწრაფო დახმარების სამსახურში მზით დამწვრობით დაშავებულთა შეტყობინებებმა ბოლო ორ დღეში საგრძნობლად იმატა.

ბოლო დღეების მანძილზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. აქ 41 გრადუსს ელიან. დედაქალაქში კი ტემპერატურა 40 გრადუსამდე იქნება.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები