17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
თბილისის დაუსრულებელი შემოვლითი გზა, რომელზეც 213 მილიონი დოლარი დაიხარჯა

თბილისის შემოვლით რკინიგზაზე ბიუჯეტიდან 213 მილიონი  დოლარი დაიხარჯა, თუმცა, პროექტის მშენებლობა 2012 წელს შეჩერდა.

საქართველოს ტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღანელის, დავით მესხიშვილის, განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის ამუშავების შემთხვევაში, დედაქალაქში საცობების პრობლემა 40%-ით მოგვარდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თბილისში, ზალიკო უდუმაშვილი, აცხადებს, რომ შემოვლითი გზის გარეშე დედაქალაქში საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ პროექტზე, რომლის 80% 2012 წლამდე შესრულდა, მუშაობა მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ მატარებლებს თბილისის შემოვლით რკინიგზაზე, ჯერ კიდევ 2013 წლიდან უნდა ევლოთ.

 

 

ავტორი: ნატა კვირჩილაძე

დღის ამბები