17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
რუსეთის მიერ მიტაცებული კიდევ 10 ჰექტარი - ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშე დარჩნენ

რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში საოკუპაციო ზოლი 700 მეტრით გადმოსწიეს. 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ადგილობრივების მიწები მოექცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მავთულხლართების მიღმა ფერმერების ერთადერთი შემოსავლის წყარო დარჩა.

სოფელ ბერშუეთისა და ზემო სობისის მოსახლაობა მსგავი პრობლემის წინაშე პირველად არ დადგა. სობისში შიშობენ, რომ საოკუპაციო ხაზი კიდევ გადმოიწევს და მოსახლეობა შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩება.

ოფიციალური თბილისის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორები ამ საკითხზე უკვე ინფორმირებული არიან. საერთაშორისო მონიტორინგის მისიის წარმოადგენლები დღეს იმ ტრაფარეტთან იმყოფებოდნენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა დააყენეს.

მთავრობა რუსული ოკუპაციისგან დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებას ჰპირდება, თუმცა, რა გზით, ჯერ უცნობია.

დღის ამბები