17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
ეს არის არაადამიანური საქციელი - ზურაბ აბაშიძე რუსების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აფასებს

„ჩემი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის, პოზიცია ასეთია, რომ ეს არის არაადამიანური საქციელი,“ - ეს განცხადება პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, რუსების მიერ სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის კომენტირებისას გააკეთა.

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ თავის რუს კოლეგასთან, გრიგორი კარასინთან, შეხვედრაზე ოკუპაციის საკითხზე ყურადღებას აუცილებლად გაამახვილებს. მისი თქმით, საქართველო რუსეთს მხოლოდ 500 მეტრზე მავთულხლართების გადმოწევაზე არ ედავება.

„ადამიანები ასე არ უნდა იქცეოდნენ. სწორედ ასე მოვახსენებ ჩემს რუს კოლეგას შეხვედრისას. მათ სტანდარტულად ასეთი პასუხი აქვთ, რომ ეს ჟენევის ფორმატის პრობლემატიკაა და იქ უნდა განვიხილოთ. ჩვენ მარტო 500 მეტრს არ ვედავებით და 200 მეტრს. ჩვენ რუსეთთან გაცილებით უფრო დიდი პრობლემები გვაქვს,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები