17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების იმედი არა აქვთ

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების იმედი არა აქვთ.

ამის შესახებ დაზარალებულებმა მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

შეხვედრას მხოლოდ 7 მოვაჭრე და სავაჭრო ცენტრი დირექტორი ესწრებოდნენ.

დღეს დაზარალებულებმა ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ შეძლეს. ხანძრის შედეგად, 30 მაღაზია სრულად დაიწვა, ცეცხლისა და წყლის ზემოქმედების გამო, დაშავდა 100-მდე ობიექტი.

მოვაჭრეები შენობაში ქურდობის ფაქტებსაც არ გამორიცხავენ. ისინი გამოძიების მიმდინარეობის პროცესით უკმაყოფილოები არიან.

ბაზრობის დირექტორს შენობა 750 ათას ლარად აქვს დაზღვეული. თუმცა, შეხვდებათ თუ არა ამ კომპენსაციიდან თანხა მოვაჭრეებს, უცნობია.

ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შემდეგ დაზარალებულებს თბილისის მერი, დავით ნარმანია, არ შეხვედრია.

დღის ამბები