17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ფინანსური პირამიდის მსხვერპლი და თაღლითობის წინაშე უძლური სახელმწიფო

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ ფინანსური პირამიდებისგან საზოგადოებას სახელმწიფო და ეროვნული ბანკი უნდა იცავდეს. კომპანიამ დაახლოებით 3000 ადამიანი დააზარალა.

სისხლის სამართლებრივი დევნა, კიდევ ერთი ფინანასური პირამიდის გამო, კომპანია „MFX ბროკერ ჯორჯიას“ დამფუძნებლების მიმართ არის დაწყებული. კომპანიამ ასზე მეტი ადამიანის ფული მიითვისა.

საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი საფინანსო კომპანიების საქმიანობის პრევენცია შეუძლებელია, რადგან სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში იწყება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობს მოსახლეობას შესაძლო ფინანსური მაქინაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური პირამიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საეჭვოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთია. როდესაც კომპანია წინასწარ გეგმავს მომხმარებლების თანხის მითვისებას, ის კლიენტებს საბაზროზე რამდენმჯერმე მეტ სარგებელს პირდება. 

დღის ამბები