17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ქართული სანელებლები შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდეს - აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის საგანგაშო მონაცემებს ასაჯაროებს

ქართული სანელებლები შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის საგანგაშო მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, საქართველოში პროდუქციის შემოწმება დაიწყო.

საგანგაშო მონაცემების მიუხედავად, ვინ და რა სიხშირით ამოწმებს ქართულ სანელებლებს ბაზრებში, უცნობია.

ქართული სანელებლების შესახებ სკანდალური ინფორმაცია ინტერნეტ პორტალ "ონ.ჯი"-ის დამფუძნებელმა გაასაჯაროვა. თაზო კუპრეიშვილს მეგობარმა შეატყობინა, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას ინტენსიურად აფრთხილებს, რომ ქართული სუნელები არ შეიძინონ.

საკითხის უფრო მეტი დაზუსტების მიზნით, ინტერნეტ პორტალის ხელმძღვანელმა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტს თავად მისწერა. სპეციალისტის პასუხი საგანგაშოა, თუმცა ამავე წერილში არ არის დაკონკრეტებული, რომელი ბრენდის, ან რა სახის სუნელებია შემოწმებული და საფრთხის შემცველი. ამის დაზუსტებას ჯანდაცვის დეპარტამენტი უახლოეს დღეებში შეეცდება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სხვადსხვა ობიექტიდან აღებული 60-მდე ნიმუში შესამოწმებლად ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, დარღვევა კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველების შემოწმება, მათ ორგანიზმში ტყვიის შემცველობის შესახებ ამ დრომდე მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, როდესაც ჯანდაცვის დეპარტამენტი დაწყებულ კვლევას დაასრულებს.

დღის ამბები