17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ეს ხელისუფლება შეშინებული დუმს - ნინო გოგუაძე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს

“თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება ეროვნულ ფასეულობაზე მაღალფარდოვან სიტყვებს მხოლოდ კონსტიტუციაში წერს, თუმცა, როდესაც ქვეყნის ოკუპაცია მიმდინარეობს, საქართველოს ინტერესებს ვერ იცავს და რუსეთის წინაშე შეშინებულია.

„ამ ხელისუფლებას არ გაუჭირდა და ეროვნულ ფასეულობასთან დაკავშირებით მაღალფარდოვანი სიტყვები ჩაგვიწერა კონსტიტუციაში, მაგრამ, როდესაც რეალურად ჩვენი ტერიტორიის და ჩვენი ინტერესების დაცვის საჭიროება ხდება, ეს ხელისუფლება შეშინებული დუმს. სამწუხარო არის ის, რომ 5 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისულფებამ ვერ მოახერხა ისეთი სტრატეგიული და ტაქტიკური სვლების გამონახვა, რომ რუსეთი ასე დაუსჯელად არ მოქმედებდეს ჩვენ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები