17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - მესამე სექტორმა ევროსაბჭოს გასაუბრების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მიმართა

ევროსასამართლოში მოსამართლეობის ქართველი კანდიდატების სიასთან ერთად, ევროსაბჭომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა მიიღო.  არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების ქართველი კანდიდატები სია საერთაშორისო სკანდალის და ევროსაბჭოს კიდევ ერთ უარის მიზეზი გახდეს.

სამოქალაქო სექტორში ამტკიცებს, რომ მოსამართლეთა შერჩევა არასამართლიანად მოხდა, რადგან ძლიერი კონკურსანტები ხელოვნურად დაბლოკეს და შერჩეული სამეულის შესახებ კი გადაწყვეტილება ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა მიღებული.

კოტე ვარძელაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც შესარჩევი კომისიის სახელისუფლებო წევრებმა უმცირესი ქულები დაუწერეს, თუმცა მან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო კომისიის არასახელისუფლებო წევრების მხრიდან.

შოთა გეწაძის, ვლადიმერ ჭანტურიას და სოფიო ჯაფარიძის სამეული საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს ერთი თვის წინ გაუგზავნა. სოფიო ჯაფარიძე დღეს ერთადერთი იყო, ვინც არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკას საჯაროდ გამოეხმაურა. ის თვლის, რომ კონკურსის არცერთ ეტაპზე მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგირებული დამოკიდებულება არ უგრძნია.

არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკისა და ბრალდებებისთვის პასუხის გაცემა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს არ ისურვეს.

ევროსაბჭომ სიის უკან დაბრუნების ან სამიდან ერთი კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანი სექტემბერში უნდა გააკეთოს.

დღის ამბები