17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
ერთი დღის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მასშტაბით, 2805 მოქალაქე დააჯარიმა

100-ქულიანი სისტემის ამოქმედების და უკონტაქტო პატრულირების მეოთხე დღის ბოლოს გზებზე დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. საპატრულო პოლიცია, უკონტაქტო პატრულირების ეკიპაჟები და ჭკვიანი კამერები სრული დატვირთვით მუშაობენ.

ერთი დღის მონაცემებით, საპატრულო პოლიციამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2805 მოქალაქე დააჯარიმა, მათგან ქულა მხოლოდ 1331-ს დააკლდა.

მოქალაქეებს ძირითადად ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, ღვედის გამოუყენებლობისა და ტელეფონზე საუბრის გამო აჯარიმებენ.

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევისთვის აკლდებათ. მათ შორის ყველაზე მეტი 30-40 ქულა - სიჩქარის გადაჭარბებისა და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის ავტომობილის გადაცემის გამო.

ამავე თემაზე
დღის ამბები