17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში სახლები - ჩუღურეთის რაიონი გამაგრების და რეკონსტრუქციის მოლოდინში

საცხოვრებელი სახლების გამაგრების და რეკონსტრუქციის მოლოდინში თბილისში ასობით ოჯახი ყოველდღიური საფრთხის პირობებში ცხოვრობს. არა ერთი დაპირების მიუხედავად, ისტორიულ უბნებში დამატებით პრობლემას სახლების კულტურული ძეგლის სტატუსიც ქმნის. ადგილობრივი ხელისუფლება და სააგენტოები რეკონსტრუქციის გაჭიანურებაში მოსახლეობას ადანაშაულებენ. ადგილობრივები კი, დახმარების მოლოდინში საკუთრი ძალებით ამაგრებენ სახლებს.

მაზნიაშვილის 37-ში მცხოვრებლები ხელისუფლებისგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სასწრაფოდ გამაგრებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ყოველდღიურად აქ სიცოცხლე უფრო საშიში ხდება. გამგეობაში კი „კურიერს“ ეუბნებიან, რომ პრობლემის მიზეზი მოსახლეობის პასიურობაა.

წინამძღვრიშვილის 73-შიც, სახლი ინგრევა, შიდა კიბე მოსახლეობამ საკუთარი ძალით, კუსტარულად გაამაგრა. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამ კორპუსიდან დახმარებისთვის მათთვის არავის მიუმართავს.

ჩუღურეთის რაიონში ავარიულ სახლებში არსებულ მძიმე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი  გაეცნო.

ჩუღურეთის რაიონში გამაგრების და რეკონსტრუქციის მოლოდინში კიდევ ათობით შენობაა. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის იმ სახლების ნაწილს, რომელთა მდგომარეობაც გამაგრებას აღარ ექვემდებარება და უკვე საგანგაშოა.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე

დღის ამბები