17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
სანქტ პეტერბურგი-თბილისის რეისზე ბომბი არ აღმოჩნდა - მგზავრები ერთი საათის დაგვიანებით ჩამოფრინდებიან

სანქტ პეტერბურგის ავიარეისზე ცოტა ხნის წინ ბომბს ეძებდნენ. შეტყობინების მიღების შემდეგ თბილისიდან გაფრენილი კომპანია Georgian Airways-ს თვითმფრინავი პულკოვოში სათადარიგო ზოლზე დაეშვა.

მგზავრების ინფორმაციით, ბორტი კინოლოგებმა შეამოწმეს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს მათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მგზავრების ბარგის სკანირებაც.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი 16:05 წუთზე დაგეგმილ დროზე მხოლოდ 10-წუთიანი დაგვიანებით გაემგზავრა. მგზავრების ინფორმაციით, იმ ასაფრენი ბილიკის ნაცვლად, სადაც წესისამებრ ეშვება ხოლმე თვითმფრინავი, ახლა სათადარიგო ასაფრენ ბილიკზე დასვეს. მათ ადგილზე სამართალდამცავები და კინოლოგები დახვდნენ, რომლებიც 2 საათის განმავლობაში მგზავრებსაც ამოწმებდნენ და შემდეგ ბარგიც გადაამოწმეს.

2-საათიანი ჩხრეკის შემდეგ ბომბი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა თვითმფრინავი უკან 2 საათის დაგვიანებით გამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ.

კომპანიის დირექტორის, გივი დავითაშვილის, განცხადებით, საფრთხემ ჩაიარა და თვითმფრინავი გამოფრინდება. 

დღის ამბები