17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
კითხვა პრეზიდენტს - რეგიონებიდან მოსახლეობის ძირითადი კითხვები მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო

„ბატონო პრეზიდენტო, აპირებთ თუ არა, კიდევ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?“

„ბატონო პრეზიდენტო, რატომ არ ეთანხმებით საკონსტიტუციო ცვლილებებს?“

„დაადებთ თუ არა ვეტოს კონსტიტუციურ პროექტს?“

„პრეზიდენტის არჩევნები როგორ უნდა ხდებოდეს, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ხალხმა თუ პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული პრეზიდენტი?“ - ამ კითხვებით მიმართავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა პრეზიდენტს.

რუსთავში, სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და კახეთში „არჩევანის“ მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობის კითხვები საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა. ძირითადად მოსახლეობას აინტერესებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას.

მოსახლეობას აინტერესებს, რას ფიქრობს პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და რამდენად მისაღებია მისთვის მომავალში პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა.

საკონსტიტუციო პროექტიდან კითხვები სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასაც შეეხებოდა და ასევე, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, კითხვები ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და პრეზიდენტის მხრიდან პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას შეეხო. ასევე, მოსახლეობას აინტერესებს გიორგი მარგველაშვილის აზრი ბათუმის მოვლენებთან, ეკონომიკურ მდგომარეობას და ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები