17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
პრეზიდენტი კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობს და "ქართულ ოცნებას" ერთპარტიული კონსტიტუციის პროექტის მიღების მცდელობის გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ის, რომ კონსენსუსი ნიშნავს თანხმობას და ის, რომ თვითმმართველობის გაძლიერება ნიშნავს დემოკრატიის გაძლიერებას, ამ ტრივიალურ ჭეშმარიტებამდე არამარტო მე ვარ მისული, არამარტო რიგითმა მოქალაქემ იცის ამ სიტყვათა მნიშვნელობა, არამედ აღმოჩნდა, რომ თურმე ბუკიკიოსაც სცოდნია ამ სიტყვათა მნიშვნელობა,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, სხვდასხვა საკითხი ყურადღების მიღმა დარჩა, როგორიცაა ინფლაცია ან დასაქმება. მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრის დაწყვებისას მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალური ჩართულობა მომხდარიყო საზოგადოების და პოლიტიკოსების მხრიდან. გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ მიზეზით ხსნის მის მოთხოვნას, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ის, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი თანათავმჯდომარეების სახით ყოფილიყვნენ.

„ეს პროცესი რომ იწყებოდა, მე ვთქვი, რომ ჩვენ ეს პროცესი უნდა წარვმართოთ მაქსიმალური ლეგიტიმაციით და მაქსიმალური ჩართულობით და ამიტომ ვთქვი, რომ მე, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად ვიყოთ თანათავმჯდომარეები, ანუ ფორმატი განვსაზღვროთ, მეტი ხალხი ჩავრთოთ და მეტი ვეურთიერთოდ საზოგადოებას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საყოველთაო განხილვებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ისევ ხალხის მოსმენის მიზნით გადაწყვიტა, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე მოსული მოსახლეობის ძირითად ნაწილს თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები შეადგენდნენ და სრული განწყობის ასახვა ვერ მოხდა.

„ვთქვი თავიდანვე, რომ ასე შექმნილი კომისია ვერ იმუშავებს-მეთქი და დამთავრდა პარტიების გასვლით. ვთქვი თავიდანვე, რომ ასეთი შექმნილი კომისია ვერ დადებს საკონსტიტუციო პროექტს- მეთქი და დამთავრდა იმით, რომ ერთმა პარტიამ მოაწერა ხელი და არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ "ვენეციის კომისიის" რეკომენდაცია არ გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა და "ქართულ ოცნებაში" ბოლომდე შეთანხმებვული პროექტი გაიტანეს პარლამენტში.

„ვარ დილემის წინაშე, როგორ გამოვიდე ამ უაზრო დიალოგებიდან. არ ვეკამათო ტრივიალურ ჭეშმარიტებებზე ადამიანებს,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

დღის ამბები