17 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
არ მგონია, რომ ეს საკითხი რეალურად რაიმე პრობლემას წყვეტს - გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციაში ოჯახის სტატუსის ასახვაზე

„კონსტიტუცია თუ იქნება ლოზუნგების კონსტიტუცია და სადღეგრძელოების კონსტიტუცია, შეიძლება, სუფრის კულტურას ეთანხმება, მაგრამ მე არ მგონია, რომ იმის იქითაც ეთანხმებოდეს,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კონსტიტუციაში ოჯახის სტატუსის განსაზღვრების შეტანას.

პრეზიდენტი "ვენეციის კომისიის" რეკომენდაციას იშველიებს და აღნიშნავს, რომ "ვენეციის კომისიის" შენიშვნების მიხედვით, კონსტიტუციაში ოჯახის სტატუსის შესახებ ჩანაწერის გაკეთების შემდეგ სამოქალაქო კოდექსშიც უნდა აისახოს ერთსქესიანთა თანაცხოვრების უკვე ლეგალური წესი.

„მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც რეალურად რაიმე პრობლემას წყვეტს საქართველოში, მოგონილი ილუზიების და სადღეგრძელოების გარეშე. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ კონსტიტუციაში უნდა შევქმნათ რეალური ბერკეტები იმისთვის, რომე ავამუშაოთ უფრო ეფექტურად სახელმწიფო,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

დღის ამბები