17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მე პასუხი დღეს არ მაქვს - გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე

საქართველოს პრეზიდენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაზე არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.

„ეს ერთდროულად პოლიტიკური და პიროვნული კითხვაც არის და, ალბათ, რამდენიმე ფაქტორია, რამაც უნდა განაპირობოს შენი არჩევანი ამ თვალსაზრისით. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას უნდა სჭირდებოდე, საერთოდ რომ კენჭი იყარო და აგირჩიონ კიდევაც. და მეორე, შენც თვითონ უნდა გრძნობდე, რომ ამ სირთულეების გადამჭრელი ხარ, ცოტა მაინც,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

დღის ამბები