17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
საუბარი ოპოზიცური პარტიებთან არ არის დამაკნინებელი - გიორგი მარგველაშვილი კონსენსუსის აუცილებლობაზე

„ჩემი წარმომადგენლები აუცილებლად იქნებიან ამ შეხვედრაზე,“ - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დანიშნულ შეხვედრას, როდესაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას საყოველთაო კონსენსუსის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქამდე არსებული ნულოვანი კონსენსუსის შემდეგ მმართველი გუნდის პოზიცია ნათელია, მათ დაჩქარებით მიიღეს ორი მოსმენით კონსტიტუცია.

„ამის მერე საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ გავჩერდეთ და ხელახლა შევქნათ საუბრის ფორმატი. შენს თანამოქალაქეებთან საუბარი, მათ შორის, ოპოზიცური პარტიებთან არ არის დამაკნინებელი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი უნდა შეჩერდეს და მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს მმართველი გუნდი ოპონენტებთან ერთად. 

გიორგი მარგველაშვილი ახალი კონსტიტუციის დადებით მხარეებზეც საუბრობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ პრინციპულ თემებზე თანხმობა არ არსებობს.

დღის ამბები