17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ქართული ოცნების შიგნით მიმდინარე პროცესები არ არის ჩემი კომპეტენციის სფერო - გიორგი მარგველაშვილი

„ქართული ოცნების შიგნით მიმდინარე პროცესები არ არის ჩემი კომპეტენციის სფერო,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, მან არ იცის, თუ რატომ არ ჩანს ბოლო პერიოდში ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, ტელეკამერების წინაშე და რატომ არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ბუნებრივია ჩვენ ახლა ეთერში ვართ და მე რამე რომ ვთქვა, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი უნდა ვიყო ამ განცხადებაზე. მე ვე გიპასუხებთ, არ ვიცი პასუხი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები