17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ღრმავდება ძალიან საინტერესო თანამშრომლობის რეჟიმი აშშ-თან - გიორგი მარგველაშვილი

„ძალიან მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოსადმი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, გააკეთა.

მისი აზრით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშნელოვანია მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ფონზე.

„ეს ყველაფერი უბრალოდ პოლიტოლოგიური ინტერესის მატარებელი არ არის ჩვენთვის, ვინაიდან ეს პირდაპირ ჩვენზე აისახება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი აზრით, სენატორებმა და კონგრესმენებმა ძალიან ნათლად დააფიქსირეს თავისი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე.

„ჩვენ გვიყალიბდება, უფრო სწორად, ღრმავდება ძალიან საინტერესო თანამშრომლობის რეჟიმი და ამ საკითხებზე იქნება საუბარი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები