22 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
საოკუპაციო ზოლის გადმოწევა - ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყო

სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის 700 მეტრით გადმოწევა იქნება მთავარი საკითხი, რაზეც ბრიუსელში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით დონდუა ისაუბრებენ.

ზურაბ აბაშიძე და დავით დონდუა ევროკავშირის საგარეო საკითხთა სამსახურისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდებიან.

„გვექნება იქ ამ შეხვედრებზე დეტალური საუბარი საკმაოდ. ზოგადად იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ჩვენთან რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები, საოკუპაციო ხაზზე რა ხდება, ჟენევის დისკუსიები როგორ მიმდინარეობს, პრაღაში ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგი. ალბათ იქნება კითხვები, იმედია იქნება რჩევებიც,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

დღის ამბები