17 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
სასამართლომ ”ტერა-ბანკის” ერთ-ერთი ფილიალის ყოფილი მმართველი, ირაკლი აბშილავა დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ტერა-ბანკის” ერთ-ერთი ფილიალის ყოფილი მმართველი, ირაკლი აბშილავა დამნაშავედ ცნო. მას 760 ათასი დოლარის თაღლითური გზით მითვისებისა და დოკუმენტაციის გაყალბებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაზარალებულების უფლებადამცველის, კახაბერ წერეთლის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, „ტერა-ბანკი” კვლავ უარს აცხადებს აუნაზღაუროს მეანაბრეს მისთვის მიყენებული ზიანი.

„ბანკმა, რა თქმა უნდა, იცის განაჩენის თაობაზე, თუმცა რაიმე რეაგირება არ ყოფილა. ნაცვლად პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებისა, ბანკი პირიქით, გადმოსული იყო თავდასხმაზე და აგრესიული პოზიცია ჰქონდა,“ - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

დაზარალებულის ადვოკატებმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს 1 წლის წინ მიმართეს.

დღის ამბები