17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
10 წელი წყლის მოლოდინში - სარეაბილიტაციოდ დახარჯული ასობით ათასი ლარი და ისევ მოუგვარებელი პრობლემა 

სიღნაღის რაიონში სოფელ ტიბაანის 100-მდე ოჯახი წლებია წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. 700 კომლიან სოფელში წყალი ან საერთოდ არ მოდის ან გრაფიკით, დღეში 1 საათით მიეწოდებათ. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

სოფელს წყლის პრობლემა 10 წელზე მეტია აწუხებს. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების პირობა ხელისუფლებამ 2012 წლის არჩევნების დროს დადო. სიღნაღის რაიონის გამგეობაში ამბობენ, რომ ამ მიზნით 2013 წელს 400 000 ლარამდე დაიხარჯა. გამოიცვალა მილები და მოწესრიგდა სათავე ნაგებობა, თუმცა პრობლემა ამან მაინც ვერ მოაგვარა. მიზეზად კი, გამგეობაში ადგილობრივების მხრიდან სასმელი წყლის არასწორი მიზნით გამოყენებას ასახელებენ.

ზუსტად რამდენ ხანში შეძლებს, სიღნაღის გამგეობა სოფლისთვის წყლის პრობლემის მოხსნას, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ. ტიბაანის მსგავსად, წყალი რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელს ან საერთოდ არ აქვს ან გრაფიკით მიეწოდება.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები