17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი საქართველოში კვლავ არ შემოუშვეს

ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი საქართველოში უკვე მეორედ არ შემოუშვეს. ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკვე მეორედ ისევ საზღვრიდან გააბრუნეს.

აკბარ ქუშერისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ უარს და სასაზღვრო კონტროლის გავლის პროცედურას, ამჯერად სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრო.

ინდოელ ბიზნესმენს არც ამჯერად უკონკრეტებენ მიზეზს, რატომ არ უშვებენ საქართველოს საზღვარზე. 

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გამშვები პუნქტის წარმომადგენლებს ხვდება.

ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი ორი დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან, ინდოეთში გააბრუნეს. ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს დამამცირებელ მოპყრობაშიც ადანაშაულებს.

დღის ამბები