17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
სამწუხაროდ, დღეს უკან გამაბრუნეს, არ ვიცი რა ხდება - ინდოელი ბიზნესმენი პრობლემებს მის საქმიანობას უკავშირებს

ინდოელი ბიზნესმენი, აკბარ ქუშერი საქართველოს საზღვრიდან მეორედ გაბრუნების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო საქართველოში არ შემოუშვეს. სამართალდამცავებმა მას განუმარტეს, რომ ისინი მოქმედებდნენ კანონის "მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" მე-11 პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნტით, სადაც მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. 

ინდოელმა ბიზნესმენმა „კურიერთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ შემოშვების ერთ-ერთ მიზეზად მოქალაქეობის არქონა დაუსახელეს. აკბარ ქუშერი საქართველოდან გაბრუნებას მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირებს.

„სამწუხაროდ, დღეს უკან გამაბრუნეს. დამისახელეს მე 11-ე მუხლი და მითხრეს, რომ როგორც უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს ქვეყანაში შეშვებაზე უარს მეუბნებიან. არ ვიცი რა ხდება. შეიძლება უკავშირდებოდეს ან არც უკავშირდებოდეს, ეს გადაწყვეტილება ჩემს ბიზნესს საქართველოში. გულახდილად გეტყვით, ძალიან დაბნეული ვარ. მაგრამ, ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ. ბოლო ორი წელია ინვესტიციებს ვახორციელებთ. 15-დან 10 პროექტს პირადად მე ვხელმძღვანელობ. უფრო მეტი იდეაც მქონდა, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცი, როგორ მოვიქცე,“ - აცხადებს აკბარ ქუშერი. 

დღის ამბები