17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
კოკაიას სახლში ჩხრეკა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე პირის დაკავებას უკავშირდება - სუს

სუს-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირის დაკავებას უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, თამაზ ინალიშვილი დააკავეს.
ის თავის ნაცნობს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის მეშვეობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით გადავადებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

მან მოქალაქეს მოთხოვნილი თანხა გამოართვა, ყალბი მოწმობის გადაცემის შემდეგ კი, ის ბრალდებულის სახით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ჩხრეკა გოჩა კოკაიას სახლში რამდენიმე საათის წინ ჩატარდა, თუმცა დოკუმენტი სამართალდამცველებმა ვერ აღმოაჩნიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები