17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
გარე სამყაროს მოწყვეტილი ღები, სამაშველო ეკიპაჟები, 5 ბალიანი შტორმი - საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქიას ებრძვიან   

ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ხაბუმეში, მოულოდნელად ადიდებულმა ხობისწაყლმა გზა წაიღო, რის გამოც ორი ადამიანი მდინარის შუაგულში მოექცა. რამდენიმე საათის განმავლობაში სტიქიის ზონაში დარჩენილი ორი ადამიანი მაშველებმა ვერტმფრენებით გამოიყვანეს. ადგილზე ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და ხობის სამაშველო ეკიპაჟები მუშაობდნენ.

სტიქიას ებრძვიან რაჭაშიც. გარესამყაროს მოწყვეტილია ონის რაიონის სოფელი ღები. ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო. ძლიერი წვიმის გამო, სახლებამდე მისვლას ადგილობრივები ვეღარ ახერხებენ.

ჯერ ჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ღების მოსახლეობა გარე სამყაროსთან დაკავშირება. სინოპტიკოსების პროგნოზით ძლიერი ნალექი დასავლეთ საქართველოში 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროისთვის ბათუმში ზღვის სანაპიროზე წითელი დროშები ფრიალებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამინდის გაუარესების გამო ზღვაზე 5 ბალიანი შტორმია.

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები