17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
სუს-ი ჩხრეკაზე "ენმ"-ის კანდიდატთან, ეს არის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის შტრიხი - ხატია დეკანოიძე

„ეს სასამართლო განჩინება აგებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტის ჩვენებაზე,“ - ეს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ, „ენმ“-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ეს მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„ფაქტია, როგორ დაიწყო საარჩევნო კამპანია „ქართულმა ოცნებამ“, როგორ აპირებს ჩვენ კანდიდატებზე, ჩვენ აქტივისტებზე ზეწოლას და შანტაჟს, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლებას და სუს-ს, რომ ჩვენს აქტივისტებთან, კანდიდატებთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გავა ასეთი პოლიტიკა. სუს-ი ჩხრეკაზე „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის შტრიხი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გოჩა კოკაია პარტიამ გლდანში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გლდანში, ივნისის ბოლოს წარადგინა.

კოკაიას ოჯახში ჩხრეკა სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს და ყალბი დოკუმენტი, რომელსაც ეძებდნენ, ვერ აღმოაჩინეს.

სუს-ის ინფორმაციით, გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირის დაკავებას უკავშირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები