17 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
ავაიკომპანია „Wizz Air“-ის მგზავრები ბერლინიდან ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებენ

უკვე რამდენიმე საათია ბერლინის აეროპორტიდან კომპანია „Wizz Air“-ის მგზავრები ქუთაისში გამოფრენას ვერ ახერხებენ. რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაირკვა, რომ რეისი გაუქმდა, მიზეზად კი ქუთაისში უამინდობა დასახელდა.

შონეფელდის აეროპორტში დარჩენილებს, არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ გამომგზავრებას. ბილეთები მხოლოდ მგზავრების ნაწილს გადაუცვალეს, თუმცა ქუთაისში დაბრუნება მათაც 5 დღის შემდეგ შეეძლებათ.

მგზავრები ყვებიან, რომ მათ რეისზე ადგილების რაოდენობა ამოიწურა და უცნობია, როდის შეძლებენ დარჩენილი მგზავრები ქუთაისში გაფრენას.

„Wizz Air“-ის რეისი დღეს ბერლინის მიმართულებით უამინდობის მიზეზით ქუთაისიდანაც გაუქმდა. ცუდი ხილვადობის გამო, მემინგენიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის ნაცვლად, თბილისში დაჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრების ნაწილი სხვა რეისებზე გადაანაწილეს, ნაწილი კი სასტუმროშო გადაიყვანეს.

ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა კომპანია „Wizz Air“-ის მხრიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მგზავრები სხვადასხვა ლოკაციაზე გაამგზავრეს.

ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ მგზავრები გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას და აუნაზღაურებს თუ არა კომპანია მათ გადაცვლილი ბილეთების თანხას.  

დღის ამბები