17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
„ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის," - მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე საუბრობს

მმართველი გუნდის წევრები, საპარლამენტო ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, დიალოგისთვის მზად არიან.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისინი ოპოზიციის შეთავაზებას ელოდებიან. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ თავად უკვე გადადგეს დიალოგისკენ ნაბიჯი და ახლა წინადადებები ოპოზიციისგან უნდა გაჟღერდეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის.

„ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და ამისთვის ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. ახლა პასუხისმგებლობის ისარი არის მათკენ გადახრილი, მათ უნდა თქვან, რამდენად რეალური, კარგი კონსტიტუცია არსებობს უკვე, საუბარი მაქვს ცვლილებებზე და მათ უნდა თქვან, რომ რეალური კომპრომისი მათგან მომდინარეობს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია ყველაფერზე საუბარი, დიალოგის რეჟიმში. მაგრამ აქამდე მსგავსი წინადადებები მათგან არ წამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კომისიის ფარგლებში, მათი არგუმენტების 70-80%-ზე მეტი გავითვალისწინეთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები