17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებულთა პატიმრობის გაუქმებაზე მოსამართლემ უარი თქვა

ბათუმში, 11-12 მარტს მომხდარი მოვლენების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი 14 ივლისს განახლდება. დღეს სასამართლომ 6 პირის საქმეზე იმსჯელა.

საქმეში ახალი მოსამართლე, ლევან გელოვანი ჩაერთო. ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმებების შესაძლებლობა განიხილეს. დაცვის მხარის ნაწილი 6 თვიან, ზოგიერთი კი ერთ წლიან პატიმრობას ითხოვდა.

სასამართლომ დღესვე იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულთა პატიმრობის გაუქმებაზე, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები