17 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
ოპერა ორკესტრისა და საოპერო არტისტების გარეშე - ვირტუალური იაპონელი ვარსკვლავი თბილისში

თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენა ვირტუალურ იაპონელ ვარსკვლავს, ჰაცუნე მიკუს და პირველ ვოკალოიდურ ოპერას ეთმობა. ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი კეიჩირო შიბუიას უჩვეულო ნამუშევარი "დასასრული", თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ „სოუ“-ს დღეს საღამოს 10 საათზე დახურავს.

ჰაცუნე მიკუ უკვე რამდენიმე წელია, იაპონიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 100 000-ზე მეტი სიმღერა და 170 000-ზე მეტი ვიდეო აქვს YouTube-ზე.

დღის ამბები