17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროსტრუქტურებში რუსეთთან კომუნიკაციას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ

ბრუსელში, საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებს ქართული მხარის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე და საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, დავით დონდუა ევროკავშირის წარმომადგენლებს საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრნენ.

სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის სამხედრო გავლენის ზრდა, ჰუმანიტარული საკითხები და ადამიანის უფლებები ის ძირითადი თემებია, რაც ევროპელ პარტნიორებს აინტერესებდათ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროსტრუქტურებში მიიჩნევენ რომ, კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან არ უნდა შეწყდეს.

„ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა გვერდზე ედგეს საქართველოს. გააგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერას საქართველოში, მის დაფინანსებას, ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე რუსეთთან ურთიერთობებში, მათთან დიალოგისას, საქართველოს თემა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.  

 

დღის ამბები