17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ღამის კლუბებიდან 150-მდე თანამშრომელი და ტურისტი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

5 დღიანი რეიდები და ღამის კლუბებიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი 150-მდე ადამიანი. კლუბში მისულ სტუმრებს, მათ შორის უცხოელებს, ხშირ შემთხვევაში, ახსნა-განმარტების გარეშე ატოვებინებდნენ დაწესებულებას და იმის მიუხედავად, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, დაკითხვაზე მიყავდათ. ტურისტებმა ამ ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვეს.

ელბაქიძეზე მდებარე ღამის კლუბების თანამშრომლები კრიმინალურ პოლიციას ზეწოლასა და ტერორში ადანაშაულებენ. მფლობელები კი, განმარტებებს ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, ელბაქიძეზე განთავსებული ყველა კლუბი უახლოეს პერიოდში დაიხურება. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი გასართობი დაწესებულების გახსნას გეგმავს.

დღის ამბები