17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს

საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძის საქმის განხილვა გადაიდო. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. მხარეებმა სასამართლოს საკუთარი მტკიცებულებები წარუდგინეს და მათ დასაშვებობაზე შუამდგომლობები დააყენეს. ბაჩო სირაძე მაისში დაიჭირეს.

მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა მისი დაცვის და ოჯახის მტკიცებით, სირაძეს ნარკოტიკი ჩაუდეს.

ამ პოზიციის გასამყარებლად ადვოკატებმა სასამართლოში არსენას ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი წარადგინეს.

„სასამართლო იმსჯელებს მტკიცებულებათა დასაშვებობაზე და ასევე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ჩვენ დაცვის მხარეს გვაქვს იმედი, რომ ხვალ ჯემალ სირაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება ასევე იქნება შეცვლილი. წარდგენილი მტკიცებულებები იქნება საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება იქნას შეცვლილი,“ - განაცხადა ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა.

დაცვის მხარის ბრალდებებს, პროკურორმა უპასუხა. საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაკავებისას საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით იქნა ჩატარებული. 

დღის ამბები