17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციას იწვევს - დონალდ ტრამპი 

რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციას იწვევს და დასავლეთმა რაღაც უნდა იღონოს - ამის შესახებ განცხადება, დონალდ ტრამპმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

შეერთებული შტატების ლიდერი არჩევნების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ არაფერი გააკეთა, როდესაც მას უთხრეს, რომ რუსეთი არჩევნებში ერეოდა.

დონალდ ტრამპმა ილაპარაკა ამერიკისა და ნატოს ძლიერი ალიანსის მნიშვნელობაზეც. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპი რეგიონალურ სამიტსაც დაესწრო. მოგვიანებით კი, ვარშავის მთავარ მოედანზე ისტორიული სიტყვით გამოვა.

ვარშავიდან ის ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება.

დღის ამბები