17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
თურქეთში 8 ცნობილი უფლებადამცველი დააკავეს

თურქეთში ცნობილი უფლებადამცველები დააკავეს. 8 დაკავებულს შორისაა ქვეყანაში ორგანიზაცია Amnesty International-ის ხელმძღვანელი, იდილ ესერიც. სამართალდამცველებმა ისინი სტამბოლში ჩატარებული რეიდის დროს აიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რაში ედებათ ბრალი დაკავებულებს.

Amnesty International-ის შეფასებით, მომხდარი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ სახიფათო ვითარებას, რომელშიც თურქეთში ადამიანის უფლებადამცველები მუშაობენ. ორგანიზაცია დაკავებულების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.

დღის ამბები