17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
წყალდიდობა იაპონიაში - დაიღუპა 2 ადამიანი

გადაუღებელმა წვიმებმა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად კუნძული კიუსიუ დააზარალა. წვიმის შედეგად, რეგიონში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერიც, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. 22 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

სამაშველო ოპერაციაში 7 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, მათ შორის სამხედროებიც და ავიაციაც. დაზარალებულ რეგიონებში იაპონიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. წყალდიდობის გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება 500 ათასზე მეტ ადგილობრივს მოუწია.

დღის ამბები